“ალიანტე-2015”-ის გამარჯვებული გუნდების წევრები ფოთს ესტუმრნენ

0

11885289_977209182335158_1902503726609551917_nჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თემატური საერთაშორისო კონკურსი ,,ალიანტე-2015”-ის გამარჯვებული გუნდების წევრები ფოთს ესტუმრნენ. ,,ალიანტე” ახალგაზრდული სამხედრო-სპორტული და ინტელექტუალური თამაშების ერთობლიობაა, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ასპარეზობენ. წელს ,,ალიანტე-2015”-ის ფინალი ლიტვაში გაიმართა, გამარჯვებულები ზაფხულის დღეებს საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში ატარებენ, ეცნობიან ღირსშესანიშნაობებს და სამხედრო-სპორტულ ტურებს აწყობენ.

საერთაშორისო კონკურსის მონაწილეებმა, რომლებიც წარმოადგენენ პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, ლიტვას,ხორვატიას, თურქეთსა და საქართველოს, ფოთში დაათვალიერეს კოლხეთის ეროვნული პარკი, პალიასტომის ტბა, მუზეუმი, საკათედრო ტაძარი და თეატრი. ნატოს თემატური საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია ,საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად შუბითიძე შეხვდნენ.

11866378_977212619001481_8511768203820380463_n11896166_977212312334845_7980274746257858445_n11880566_977211979001545_1219063782025643678_nქალაქის ხელმძღვანელებმა ,,ალიანტეს” მონაწილეებთან თეატრის ვესტბიულში სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

ირაკლი კაკულიას თქმით, ნატოს თემაზე მოქმედი საერთაშორისო ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებულთა ვიზიტი და მთლიანი ტური კიდევ უფრო გვაახლოებს ალიანსთან, რაც მომავალი თაობისათვის ფრიად საინტერესო და სასიკეთოა. ,,ალიანტეს” კონკურსანტთა ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო”-ს ორგანიზებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

სტუმრებს ფოთის ღირსშესანიშნავი ადგილები მუნიციპალიტეტის მერიის საგარეო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ქვარცხავამ დაათვალიერებინა.