ამერიკელების 50% სირიაში შეჭრის წინააღმდეგია

0

obamaტელეარხ  CBS–ის  მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ამერიკელთა  50% სირიაში შეჭრის  წინააღმდეგია.

„სანამ  ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა  სირიაში ინტერვენციის ვარიანტებს განიხილავს, ამერიკელები მისი მმართველობით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. რესპონდენტთა 41% ამერიკის საგარეო  პოლიტიკით უკმაყოფილია, 50% კი  ახლო აღმოსავლეთში  სამხედრო ოპერციის განხორციელებას ეწინააღმდეგება. 42% მხარს უჭერს ინტერვენციას, 8% კი ჯერ არ ჩამოყალიბებულა“ – იუწყება CBS.

სოციოლოგებმა  რესპონდენტებს  ასევე დაუსვეს კითხვა სირიისადმი დახმარების აუცილებლობის თაობაზე, რაშიც ქიმიური იარაღი არ იგულისხმებოდა. ამ შემთხვევაში პირდაპირი სამხედრო ჩარევის მომხრე რესპონდენტთა 26%  აღმოჩნდა, მაშინ, როდესაც 40%–მა გამოთქვა მოსაზრება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის მოსახლეობისადმი მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობის შესახებ.

რაც შეეხება ინტერვენციის ამერიკის სახელმწიფო ინტერესებთან შესაბამისობას, რესპონდენტთა 21%–ს მიაჩნია, რომ „ინტერვენცია  პასუხობს ნაციონალურ ინტერესებს“, 33% თვლის, რომ არა, 45% კი არ ფლობს საკმარისს ინფორმაციას ამ საკითხში აზრის ჩამოსაყალიბებლად.

ამასთან, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ამერიკის  ოპერაცია  არ გააუმჯობესებს სირიაში ვითარებას, 27% კი დარწმუნებულია, რომ  ამ ოპერაციის შედეგად რეგიონში ვითარება გაუმჯობესდება.

მთლიანობაში, ამერიკის პრეზიდენტის  გაუბედვაობა ამერიკელების უკმაყოფილებას იწვევს. გამოკითხულთა  44%  ბარაქ  ობამას ქმედებებს სირიის კრიზისის მოსაგვარებლად ნეგატიურად  აფასებს. ქვეყნის ლიდერის საგარეო  პოლიტიკით  კი ჯამში 41% ამერიკელია  უკმაყოფილო.

სხვა ახალი ამბები: