ამერიკელი რეპერი სნუპ დოგი დოგი არადეკლარირებული თანხის გადატანას ცდილობდა

0

snupi9პოპულარული ამერიკელი რეპერი სნუპ დოგი იტალიელმა სამართალდამცველებმა კალაბრიის აეროპორტში არადეკლარირებული თანხით გამოიჭირეს. მომღერალი ქვეყნიდან 422 000 დოლარის გატანას ჩემოდნით, კერძო თვითმფრინავის საშუალებით გეგმავდა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, სასამართლო დადგენილების გამოტანამდე, მომღერალს თანხის ნახევარი დაუკავეს. სნუპ დოგის ადვოკატის განცხადებით, მომღერალმა ეს თანხა ევროპულ ტურნეში გამოიმუშავა და ის ჯარიმას აუცილებლად გადაიხდის.

ევროკავშირის კანონმდებლობით, დეკლარაციის გარეშე ქვეყნიდან მხოლოდ 10 000-მდე ევროს გატანაა შესაძლებელი.