ამერიკის ელჩი და შს მინისტრი ფოთში გემთსარემონტო სახელოსნოს გახსნიან

0

garibashviliშინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანი დღეს, 10.40 საათზე,
სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ ,,სუფსას“ ტერიტორიაზე, ერთობლივი
საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას
დაესწრებიან.

საზეიმო ცერემონიას მისასალმებელი სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრი
გახსნის.

დღესვე, 12:10 საათზე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნოს გახსნის ცერემონიაც გაიმართება, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანი დაესწრებიან.

სხვა ახალი ამბები: