ამერიკის ელჩი დღის მეორე ნახევარში ზუგდიდში საქმიან შეხვედრებს გამართავს

0

norlandწინასაარჩევნო გარემოს შესასწავლად დღეს ზუგდიდის რაიონს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი ეწვევა.  ელჩის ვიზიტი სამეგრელოს მთავარ ქალაქში ერთდღიანია. ამ დროის მანძილზე ის შეხვედრებს გამართავს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან. რიჩარდ ნორლანდი საზოგადოების წარმომადგენლებსა დაარასამთავრობო ორგანიზაციებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში 16.00 საათზე შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, 17.00 საათზე ამერიკის ელჩი ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ამერიკულ კუთხეს მოინახულებს. იქვე იგეგმება ნორლანდის შეხვედრა ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან.

შეერთებული შტატების ელჩი სთხოვს ყველა პარტიის აქტივისტს, ხელი შეუწყოს მუქარისა და ძალადობისაგან თავისუფალი საარჩევნო ატმოსფეროს შექმნას.

„სიამოვნებით ვიხსენებ თბილ დახვედრას ზუგდიდში ერთი წლის წინ. მოუთმენლად ველოდები მშვიდ ზუგდიდში დაბრუნებას,”-აცხადებს რიჩარდ ნორლანდი.

სხვა ახალი ამბები: