ამერიკის ელჩი ზუგდიდში შეხვედრას მართავს

0

richard_norland_1ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი უკვე ზუგდიდშია. ის ამ წუთებში ”ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში მივიდა, სადაც შეხვედრას ადგილობრივ აქტივთან მართავს. შეხვედრა ამერიკის ელჩთან დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ამერიკის ელჩი ამ შეხვედრის შემდეგ არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდება. დაგეგმილია ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაც. ამერიკის ელჩის მიზანია გაეცნოს წინასაარჩევნო გარემოს და დასკვნები გააკეთოს.

რიჩარდ ნორლანდი დღის ბოლოს ზუგდიდის რაიონულ ბიბლიოთეკას ეწვევა და პრესისთვის ოფიციალურ კომენტარებს გააკეთებს.

სხვა ახალი ამბები: