ამერიკის ელჩი ზუგდიდში წინასაარჩევნო გარემოს გაეცნობა

0

norlandiწინასაარჩევნო გარემოს შესასწავლად სამეგრელოს და კონკრეტულად კი ზუგდიდის რაიონს ერთ კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი ეწვევა. ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებაში ვიზიტის თარიღად 16 სექტემბერია მითითებული. ელჩის ვიზიტი ერთდღიანი იქნება და ამ დროის მანძილზე ის შეხვედრებს გამართავს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან.

შეერთებული შტატების ელჩი სთხოვს ყველა პარტიის აქტივისტს, ხელი შეუწყოს მუქარისა და ძალადობისაგან თავისუფალი საარჩევნო ატმოსფეროს შექმნას.

„სიამოვნებით ვიხსენებ თბილ დახვედრას ზუგდიდში ერთი წლის წინ. მოუთმენლად ველოდები მშვიდ ზუგდიდში დაბრუნებას,”-აცხადებს რიჩარდ ნორლანდი.

სხვა ახალი ამბები: