ამერიკის ელჩმა პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა შეაფასა

0

new“პრეზიდენტი ემოციურად არის განწყობილი მიმდინარე მოვლენების მიმართ”, – ასე შეაფსა  რიჩარდ ნორლანდმა ბათუმში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე პრეზიდენტისა და პრემიერის მონაწილეობით გამართული შეხვედრა.

აშშ-ის ელჩის განცხადებით, პრეზიდენტის და პრემიერის სტუმრობა ამ მიღებაზე, დიდი პატივია და   ვიზიტის წარმატებაზე მეტყველებს.

“პრემიერს საკუთარი ხედვა აქვს”,-განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არც თუ ისე სასიამოვნო გასაუბრება ამერიკულ გემზე შედგა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე გამართულ მიღებაზე ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გაისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, რას ნიშნავდა მიხიელ სააკაშვილის გულზე დამაგრებული წითელი ყაყაჩოს სიმბოლო. “რა გაქვს ეგ გულზე, სად იშოვე? რა არის ეს, რას ნიშნავს”,-იკითხა ბიძინა ივანიშვილმა. “გაშოვნინებ. მოგიხერხებ.” “ეს არის მახსოვრობა ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების”,-უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა. სიტყვით გამოსვლისას კი სააკაშვილმა ივანიშვილს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ “ის საქართველოს მტერთან შეკრული არ არის”.

სხვა ახალი ამბები: