ამერიკული პანკ-ჯგუფის წევრმა რუსული დროშა ამოისვა

0

1ამერიკული პანკ-ჯგუფის Bloodhound Gang-ის ერთ-ერთმა წევრმა ოდესაში კონცერტის დროს რუსული დროშა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ამოისვა. ბას-გიტარისტმა ჯარეტ ჰეზელჰოფმა სიტყვებით: ”არ უთხრათ ამის შესახებ პუტინს” დროშა გენიტალიების მიდამოებში ჩაიდო და შემდეგ მსმენელს გადაუგდო. ინტერნეტში ჯგუფის კიევში გადაღებული ვიდეოც განთავსდა, რომელშიც სოლისტი კონცერტის მსვლელობის დროს ”Fuck Russia!”-ს ყვირის.

მოგვიანებით ჰეზელჰოფმა განაცხადა, რომ რუსული დროშა სცენაზე შემთხვევით მოხვდა, ხოლო საკუთარი ქცევა შემდეგი სიტყვებით ახსნა: ”სცენას ყველაფერი ბასისტის შარვლის გავლით ტოვებს” .

3ჯგუფი Bloodhound Gang 1992 წელს ჩამოყალიბდა ფილადელფიაში. ჯგუფის წევრები ხშირად აწყობენ სკანდალებს საკუთარი საკონცერტო გამოსვლების დროს. მაგალითად, ცნობილია მათი ერთ-ერთი ნომერი, რომლის დროსაც სოლისტი ჯიმი კეპში შარდავს, ხოლო შემდეგ მას ბასისტი იხურავს.

სხვა ახალი ამბები: