თვითმმართველობის კანონმდებლობის დახვეწის მიზნით ქუთაისში ახალ ინიციატივებს განიხილავენ

0

11079772_1093281894031133_1973517179_n“საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის” ორგანიზებით, ქალაქ ქუთაისში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ამ წუთებში, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები თვითმმართველობის სფეროში არსებული კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, ახალ ინიციატივებს განიხილავენ.

შეხვედრას, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენმებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდის მერი, ირაკლი გოგოხია და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, მერაბ ქვარაიაც ესწრებიან.

ქალაქ ზუგდიდის მერის, ირაკლი გოგოხიას განცხადებით, არსებული კანონმდებლობა გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს და შეხვედრაზე კონკრეტული ცვლილებების აუცილებლობაზე გაამახვილებს ყურადღებას.