”ამცახარას” ერთ-ერთი წევრი გალში მცხოვრებ ქართველებს ემიგრანტებად მოიხსენიებს

0

d.achygbaაფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დევნილების დაბრუნების თემას უარყოფითად აფასებენ. აფხაზეთის ე.წ მეომართა კავშირის ერთ-ერთი წევრი დაურ აჩიგბა სოციალურ ქსელ facebook-ში სწორედ ამ თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილები რეალობაში არ არსებობენ. აგირბა გალის ქართულ მოსახლეობას ემიგრანტებად მოიხსენიებს და მათზე აფხაზური პასპორტების გაცემის აკრძალვას ითხოვს.

”არ არსებობს ე.წ ”ქართველი დევნილი” საქართველოს ტერიტორიაზე. ისინი საქართველოს რესპუბლიკის შთამომავლები არიან და დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში. უფრო მეტიც, ყველა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ემიგრანტები, რომლებიც იმყოფებოდნენ საქართველოს მიერ წლების წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამოუკიდებელ აფხაზეთში იქცნენ დამნაშავეებადაც, რომელთაც არ უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომისევ შეძლონ დამოუკიდებელ რესპუბლიკაში შემოღწევის უფლება. და კიდევ ამ ემიგრანტებს, რომლებიც წლებია ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია თავიანთ ე.წ ქონებაზე, რომელიც აფხაზეთში დატოვეს”-აცხადებს აჩიგბა

აჩიგბა ასევე დასძენს, რომ ვლადისლავ არძინბას მიერ 1999 წელს ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ რომ გალის რაიონში დაებრუნებინათ ე.წ ”ქართველი დევნილები” იყო მხოლოდ და მხოლოდ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება და მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ისტორიულ წარსულთან.

”არც გალის რაიონში და საერთოდ აფხაზეთის არცერთ რაიონში ე.წ ”ქართველი დევნილები” არ უნდა დაბრუნდნენ. ამავე დროს უნდა შეწყდეს განსაკუთრებით გალის რაიონში ქართველი ემიგრანტების პასპორტიზაცია და ფილტრაცია უნდა მოხდეს ამ პროცესის”- წერს ”ამცახარას” ერთ-ერთი წევრი საკუთარ facebook-ის გვერდზე

სხვა ახალი ამბები: