ამ დროისთვის ზუგდიდში მენინგიტის მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება

0

palatebiზუგდიდში 19 წლის ბიჭი ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო რესპუბლიკაში ინფექციური მენინგიტის დიაგნოზით მიიყვანეს, რომლის მდგომარეობაც სტაბილურად მძიმე იყო. მოგვიანებით ავადმყოფი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა მას აღნიშნული დიაგნოზი არ დაუდასტურდა. ლაბორატორიულმა კვლევამ ცხადყო, რომ სხვა შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე.

“პაციენი, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოში მენინგიტის ნიშნებით შემოვიდა გადაყვანილ იქნა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა მას ლაბორატორიულად არ დაუდგინდა აღნიშნული დაავადება. ის გაწერეს საავადმყოფოდან და ამჟამად ამბულატორიულ მკურნალობას გადის”-ღნიშნა smo.ge-სთან საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ.

ნანა ოდიშარიამ დაადასტურა ანა ელიავას მენინგიტით დაავადების შემთხვევაც და აქვე ისიც აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევები ზუგდიდის რაიონში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

სხვა ახალი ამბები: