ამ დრომდე დაკარგულად 5 ადამიანი ითვლება

0

11257961_896228253770454_7880156346242929013_nშს სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილად კვლავ 17, ხოლო დაკარგულად 5 ადამიანი ითვლება. როგორც შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა , აღნიშნული მონაცემები გუშინდელის შემდეგ არ შეცვლილა.

“გუშინდელი მონაცემები არ შეცვლილა. გარდაცვლილი იყო 17 ადამიანი, 5 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. რაც შეეხება სამუშაოებს, გაიშალა სამუშაოები მდინარე ვერეს ხეობაში და ორი ახალი კერა დაემატა სამუშაოების ადგილს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრმა კომენტარი გააკეთა ასევე გუშინ ნაპოვნ ორ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც გარდაბანში იპოვეს. მინისტრის ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ექსპერტიზა უტარდება, ხოლო მეორე, რომელიც მდინარე ხრამზე იქნა ნაპოვნი, სტიქიას არ უკავშირდება.