ანაკლიასა და განმუხურში ზღვის ღელვა ხუთ ბალამდე აღწევს

0

1237149_697208666960324_874173085_nზუგდიდის რაიონის საკურორტო ზონაში, განმუხურსა და ანაკლიაში უამინდობის გამო ზღვის ღელვა უკვე ხუთ ბალამდე აღწევს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სოფელ ანაკლიის რწმუნებულმა, დავით ცხადაიამ სატელეფონო საუბრისას განუცხადა. მისივე განმარტებით შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სამაშველო სამსახური და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული სამაშველო ჯგუფები.

დავით ცხადაიას ინფორმაციით, ჯერჯერობით ანაკლიასა და განმუხურში ძლიერ შტორმს ადგილობრივებისთვის ზარალი არ მიუყენებია.

ძლიერ შტორმს ზღვისპირეთში თან ახლავს ძლიერი ქარი და სეტყვა. საღამოს საათებში სინოპტიკოსები შავი ზღვისპირეთში ამინდის გაუარესებასა და ტემპერატურის ვარდნას პროგნოზირებენ.