ანაკლიაში ამოვარდნილმა ქარბორბალამ ხიდი გაიტაცა

0

xidiსაკურორტო სოფელ ანაკლიას ქარბორბალამ გადაუარა რამაც საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანა. სამ საცხოვრებელ სახლს კი ე.წ შიფერის სახურავები საერთოდ გადახადა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლმა გიორგი თოდუამ და სპეციალურმა კომისიამ დაზიანებული სახლები დაათვალიერა .მოხდა აზომვა დაზიანებული სახურავისა და დაზარალებულ ოჯახებს დღეს უკვე მიეწოდათ სახლის გადასახური მასალა.

გუშინ დღის მანძილზე ქარბორბალა ზღვაში 4-ჯერ დაფიქსირდა.
ძლიერმა ნიაღვარმა თიქორის წყალსაცავზე, ანაკლიისა და მომავლის ბანაკის დამაკავშირებელი ხიდიც გაიტაცა.

სხვა ახალი ამბები: