ანაკლიაში არასამთავრობო ორგანიზაცია “ნეფა”-ს ოფისი გაქურდეს

0

maka ,makaზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიის ცენტრში ჯერჯერობით დაუდგენელი პირები არასამთავრობო ორგანიზაცია “ნეფას” ოფისში ფანჯრიდან შეიპარნენ და გაქურდეს. ოფისიდან მხოლოდ ის ნივთებია წაღებული, რომლის წაღებაც უფრო ადვილი და კომფორტული აღმოჩნდა.

სოფლის გამგებლის დავით ცხადაიას ინფორმაციით სათემო ორგანიზაცია “ნეფას” ოფისიდან წაღებულია მხოლოდ პროექტორი, რომლის მიხედვიტაც ორგანიზაცია სოფლებში დოკუმენტური ფილმების ჩვენებას ახდენდა. გამგებლის განცხადებით ჯერჯერობით გაურკვეველია თუ ვინ ჩაიდინა აღნიშნული დანასაული, თუმცა ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში ქურდობის მუხლით საქმე უკვე აღიძრა. არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისის გაქურდვასთან დაკავშირებით პოლიციამ დაკითხვაზე სოფლის მოსახლეობა დაიბარა.

smo.ge არასამთავრობო ორგანიზაცია “ნეფა”-ს წარმომადგენელს ხათუნა ძაძუას დაუკავშირდა, რომელმაც იგივე ინფორმაცია დაადასტურა. მიდი განცხადებით ოფისის გაქურდვა თანამშრომლებმა მხოლოდ დილის საათებში შეამჩნიეს, რის შემდეგაც ადგილობრივ პოლიციას შეატყობინეს.

ცნობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაცია “ნეფა” ზუგდიდის ქვედა ზონის სოფლებში სხვადასხვა სათემო პროექტებს ახორციელებს. ორგანიზაციამ მუშაობა გასული წლის ზაფხულში ზუგდიდის რაიონის სოფელკ ანაკლიაში დაიწყო.

სხვა ახალი ამბები: