ანაკლიაში დაკავებული ვალიკო აბსანძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს

0

absandze“ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილეს ვალიკო აბსანძეს ბრალს სავარაუდოდ ხვალ ოფიციალურად წაუყენებენ.  ვალიკო აბსანძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის  236-ე მუხლი მიხედვით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. მას ასევე ეხება სისხლის სამართლის 239-ე მუხლი რომელიც ხულიგნობას გულისხმობს იარაღის გამოყენებით.

ცეცხლსასროლი იარაღი რომლითაც ვალიკო აბსანძე ანაკლიაში ისროდა გაგზავნილია დენთის სუნისა და ბალისტიკურ ექსპერტიზაზე, რომლის პასუხიც უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი. ჯერჯერობით დაუდგენელია იარაღის წარმომავლობის საკითხი, თუმცა გარკვეულია რომ იარაღი აბსანძეს უკანონოდ ჰქონდა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ვალიკომ აბსანძის ადვოკატს პაატა სოტკილავას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. პაატა სოტკილავა არ გამორიცხავს, რომ ვალიკო აბსანძის გათავისუფლება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მოხდეს, რაც ასევე გირაოს სახით გარკვეული თანხის გადახდას ითვალისწინებს.

“მართალია მას ქონდა ეს იარაღი და უკანონოდ, თუმცა ამავე დროს ისიც უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ, რომ ის ისროდა ჰაერში და ამით აღნიშნავდა გამარჯვებას. მას არც უცემია და არც დაუჭრია ვინმე. ყველაფერ ამას ისიც ემატება, რომ დაკავებული დანაშაულს აღიარებს. ვფიქრობ რომ შესაძლებელი იქნება საპროცესო შეთანხმება შედგეს”-აცხადებს პაატა სოტკილავა.

ბრალის წაყენებიდან 24 საათში ვალიკო აბსანძის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე იმსჯელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი აბსანძეს 3-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სხვა ახალი ამბები: