ანაკლიაში დევნილთა საცხოვრებელი სახლი დაიწვა

0

34ანაკლიაში დევნილების საცხოვრებელ სახლს რამდენიმე წუთის წინ ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი სავარაუდოდ მოუწესრიგებელ ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.

კილანავების 9 სულიანი ოჯახი გალის რაიონის სოფელ პრიმორსკიდანაა. დაახლოებით 15 წელზე მეტია ისინი აღნიშნულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობენ. ოჯახში 6 არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. ხანძრის გაჩენის შემდეგ კილანავების ოჯახის წევრებს მეზობლები დაეხმარნენ. საბედნიეროდა არავინ დაშავებულა, საცხოვრებელი სახლი კი მთლიანად განადგურდა.

ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უსახლკაროდ დარჩენილ დევნილ ოჯახს საცხოვრებლად ალტერნატიული ფართი უკვე შესთავაზა.

სხვა ახალი ამბები: