ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე 50.000 უცხოელ ტურისტს ელოდებიან

0

festivali_3770ანაკლიაში აგვისტოს თვეში “კაზანტიპის” ანალოგიური მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ფესტივალის ორგანიზატორმა ნიკიტა მარშინიუკმა smo.ge-სთან ექსკლუზიურად განაცხადა. მარშინიუკი ამ წუთებშიც ანაკლიაში იმყოფება და ფესტივალისთვის შესაბამის პირობებსა და ადგილებს ირჩევს.

“ეს იქნება თანამედროვე ტიპის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც აუცილებლად მორგებული იქნება ქართულ ტრადიციებზე. მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ აღნიშნული ფესტივალი, რომელიც მანამდე ყირიმში იმართებოდა და ხელს უწყობდა გარტვნილების აგიტაციას, აბსურდულია. მართალია ეს ფესტივალი ბევრად თავისუფალი იყო სხვა მუსიკალურ ფესტივალებან განსხვავებით, თუმცა საქართველოში და კონკრეტულად ანაკლიაში სულ სხვა სტანდარტებს დაექვემდებარება”-აცხადებს ფესტივალის ორგანიზატორი.

ნიკიტა მარშინიუკის განცხადებით ფესტივალზე ანაკლიაში საწყის ეტაპზე 40-50 ათასი ვიზიტორი ჩამოვა. საგულისხმოა, რომ ვიზიტორებს შორის ფესტივალის ორგანიზატორმა რიცხვობრივად მხოლოდ უცხოელი სტუმრები ივარაუდა. მარშინიუკის განმარტებით ფესტივალი ანაკლიასა და განმუხურში გაიმართება და სექტორულად დაიყოფა.

“ფესტივალი ჩატარდება ანაკლიასა და განმუხურში და ის სექტორულად დაიყოფა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ანაკლიასა და განმუხურში სხვადასხვა ტიპის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიჩატარდება. მოწვეული იქნებიან მსოფლიოს განთქმული დიჯეები და შესრულდება საქვეყნოდ ცნობილი კლუბური ჰიტები”-აცხადებს ნიკიტა მარშინიუკი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიების ორგანიზატორებს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. წლევანდელ ზაფხულს საქართველოში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლია-განმუხურში გაიმართება, რომელიც ყოველწლიური გახდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას განცხადებით, ფესტივალი უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით ჩატარდება და საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ უნისონში იქნება.

სხვა ახალი ამბები: