ანაკლიაში თვითმმართველობის განმეორებითი არჩევნები მიმდინარეობს

0

naklia archevnebiანაკლიის 32-ე საარჩვნო უბანზე განეორებითი არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნის თავმჯდომარის თეიმურაზ ეფენიას განცხადებით, საარჩევნო უბანი ყველა პროცედურის დაცვით დილის 8 საათზე გაიხსნა და ამ დრომდე ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.

ანაკლის #32 უბანზე დღეს მხოლოდ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. ანაკლიის მაჯორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: „ერთიანი ნაციონალური მოზრაობიდან“ გელა ლემონჯავა, „ქართული ოცნებიდან“ ელგუჯა ესართია და „შალვა ნატელაშვილი- ლეიბორიტული პარტია“ ანა ხაბალაშვილი.

#32 საარჩევნო უბანზე არასამთვარობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ წარმომადგენლმა იაგო ფასანძემ ერთი საჩივარი დაწერა. მისი განმარტებით, ადგილზე არ იყო საარჩევნო ყუთების ლუქი, თუმცა მისივე თქმით, ის ცესკოს მიერ დროულად იქნა მოწოდებული და ამ ფაქტს პირველი ამომრჩევლის მიღებისთვის ხელი არ შეუშლია.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის #32 საარცევნო უბანზე არჩევნების პროცესი 2012 წელს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედამ ცინარა აბულაძემ ჩაშალა. იგი საარჩევნო უბანზე შეიჭრა, ბიულეტენები დახია და საარჩევნო ინვენტარი დააზიანა.

სხვა ახალი ამბები: