ანაკლიაში ინვესტორები პორტის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ

0

11028328_941537095858016_1206636520_o

დაინტერესებული კომპანიები ანაკლიის მომავალი პორტის ადგილმდებარეობას ეცნობიან. ანაკლიას დღეს ამერიკული „კონტი ჯგუფისა“ და ქართული „თიბისი ჰოლდინგისგან“ დაკომპლექტებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი, მხარის გუბერნატორთი ლევან შონია და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი სტუმრობდნენ.

ინვესტორები პორტის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ და ანაკლიის კანიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმამდე“ ანაკლიაში უკვე იმყოფებოდა ორი კონსორციუმი. დარჩენილი 4 კომპანია კი თვის ბოლომდე ეწვევა ანაკლიის პორტის ტერიტორიას.

ტექნიკური და ფინანსური წინადადებების სათანადოდ მომზადების მიზნით, დაგეგმილია ყველა კანდიდატი კომპანიის წარმომადგენლების მიერ ნავსადგურის ადგილმდებარეობის დათვალიერება და განმარტებითი შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან.

წინასწარი გათვლებით, პორტის გარდა, ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა. გეგმის მიხედვით პორტის მშენებლობა 2016 წელს უნდა დაიწყოს.

სხვა ახალი ამბები: