ანაკლიაში “კაზანტიპის” წინააღმდეგ სასულიერო პირები და მრევლი გამოვიდა

0

msvleloba anakliashiანაკლიაში “კაზანტიპის” საწინააღმდეგო მშვიდობიანი მსვლელობა იმართება. მსვლელობა სასულიერო პირებმა და მრევლმა ანაკლიაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან ,პარაკლისის დასრულების შემდეგ 12.00 საათზე დაიწყეს. 

ანაკლიაში მსვლელობის მონაწილეები ანაკლიაში “კაზანტიპის” ღონისძიების ჩატარებას აპროტესტებენ. სასულიერო პირები მრევლს ზნეობის დაცვისკენ მოუწოდებენ. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერით – “ნუ გადავაქვევთ საქართველოს სოდომ-გომორად”, “ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება”, “კაზანტიპი გარყვნილებაა”. 

მსვლელობაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სამარცხვინოა, როცა სახელმწიფო პროსტიტუციას უჭერს მხარს. 

შეგახსენებთ, რომ “კაზანტიპის” საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ანაკლიაში 20-დან 30 აგვისტომდე უნდა გაიმართოს. 

სხვა ახალი ამბები: