ანაკლიაში “კაზანტიპი” იწყება: რას გვთავაზობს “დემოკრატიული რესპუბლიკის” ადმინისტრაცია?

0

10606055_256102694585922_5488133503424668793_nანაკლიაში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “კაზანტიპი” ზეგ, 20 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნება და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ათი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ასამდე მუსიკოსისა და დიჯეის ცნობილი ჰიტები გაჟღერდება.

ანაკლიის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “კაზანტიპი-2014”  გახსნის დღეს, 20 აგვისტოს ახალმოსახლეობას საკუთარ ტერიტორიაზე იზეიმებს. ამავე დღეს დაგეგმილია ვირტუალური ახალი წლის დადგომის აღნიშნვა და გრანდიოზული ფეირვერკები.

23, 26, 28 და 30 აგვისტოს “კაზატიპის რესპუბლიკაში” ე.წ  Fast Married ანუ სწრაფი ქორწინების დღეები გაიმართება. ასევე დაგეგმილია Balloon days ანუ სეირნობა საჰაერო ბუშტებით.  გასართობ პროგრამებს შორის “კაზანტიპის ფეტივალი” ნანოკინოს კინოფესტივალსაც უმასპინძლებს, რომელიც 24 აგვისტოს არის დაგეგმილი.

30 აგვისტოს “კაზანტიპის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ფინალური აპოთეოზითა და ფეირვერკებით დაიხურება. ფესტივალის დახურვისთანავე “კაზანტიპის” ადმინისტრაცია შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს.

სხვა ახალი ამბები: