ანაკლიაში მიმდინარე საერთაშორისო ბიზნესფორუმზე ქვეყნის პრემიერს ელოდებიან

0

10339649_1429078150690945_3235737608176371307_nანაკლიაში ამ წუთებში მიმდინარეობს საერთაშორისო ბიზნესფორუმი “ანაკლია 2014”. ფორუმის მთავარი მიზანია სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის რაიონებში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა და ბიზნესპარტნიორების მოძიება და პოტენციური ინვესტორების ინფორმირება რეგიონში და სრულიად საქართველოში არსებულ ეკონომიკურ და ბიზნესვითარებაზე.

 დახლოებით 30-მდე ქვეყნის 50-მდე ბიზნესმენი და სხვადასხვა საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობენ ბიზნესფორუმში. ასევე, იქ იმყოფება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ბიზნესფორუმზე საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან.

“ხელშეწყობა ბიზნესს ხელისუფლებისგან სჭირდება. ეს ფორუმი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც სამეგრელოს გუბერნატორმა წამოიწყო. ჩამოსულია ძალიან ბევრი ქვეყნიდან ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ განახორციელონ სამეგრელოში ძალიან საინტერესო პროექტები. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს”-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.

“ჩვენ ვაპირებთ რამოდენიმე პროექტის წარდგენას, იმ ასეი შერჩეული პროექტიდან. ამ ასეი პროექტიდან სწორედ ის პრიორიტეტული პროექტები შეირჩა, რომლითაც დაინტერესდებიან ინცვესტორები. ჩვენ მართალია ასამდე პროექტი წინასწარ გვქონდა შერჩეული, თუმცა დროის სიმცირის გამო ყველა პროექტის პრეზენტაცია ვერ მოხერხდება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტებით არაერთი ინვესტორი დაინტერესდება”-აცხადებს ბიზნესფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით კოდუა.

ფორუმის ორგანიზატორია სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ბიზნესფორუმი დღეს დაწყო და ხვალ დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: