“ანაკლიაში მიტინგს ვერავინ გამართავს”-გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია ანაკლიაში (VIDEO)

0

saprotesto aqcia samegreloshi“არავინ არ ჩამოვა ანაკლიაში. ამის პირობას ჩვენ გაძლევთ, ანაკლიელები. ანაკლიაში არავინ არ ჩამოვა მიტინგის გასამართავად. მიბრძანდნენ და სადაც უნდათ იქ ჩაატარონ მიტინგები. თბილისში ოფიციალური საროსკიპოები რომ არის ის მოხსნან.”-ასეთი სახის განცხადებებს აკეთებდნენ დღეს, ანაკლიაში გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირეს “კაზანტიპის” მუსიკალური ფესტივალის გამართვას.

ანაკლიის ცენტრში შეკრებილმა ადგილობრივმა მოსახლეობამ და მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ აჟიოტაჟის ატეხვა სრულიად უსაფუძვლოა. დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი იყო და როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 14 აგვისტოს უფრო ფართომაშტაბიანი აქციით დახვდებიან სასულიერო პირებს, რომლებიც “კაზანტიპის” წინააღმდეგ” გამოსვლებს სწორედ ანაკლიაში გეგმავენ.

“დავუპირისპირდებით ყველა ძალას, რომელიც ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალის გამართვის წინააღმდეგ გამოვა. არ დავუშვებთ, რომ ვინმემ ხელი შეუშალოს ამ ფესტივალს, რადგანაც ჩვენ ამით ვზარალდებით. თუ ასეა, მაშინ მივიდნენ და გადაიხადონ ჩვენს მიერ ბანკებიდან აღებული კრედიტები”-აცხადებენ ადგილობრივები. საკურორტო სოფელ ანაკლიის მოსახლეობა ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს  უარი არ თქვას მუსიკალური ფესტივალის ანაკლიაში ჩატარებაზე. 

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირები 14 აგვისტოს ანაკლიაში “კაზანტიპის” საწინააღმდეგო აქციის გმართვას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ  არქიმანდრიტი, მამა ანთიმოზი აანონსებს. მამა ანთიმოზის განცხადებით აქცია მშვიდობიანი იქნება და მის ჩასატარებლად ეკლესია და მრევლი უკვე მზად არის.

სხვა ახალი ამბები: