ანაკლიაში “მომავლის ბანაკი” საზეიმოდ დაიხურა

0

momavlis banakiiiiiiბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა ანაკლიაში პროგრამა “მომავლის ბანაკი” საზეიმოდ დახურა. ბანაკში 14-დან 18 წლამდე ასაკის 1728 ახალგაზრდამ დაისვენა, როგორც დედაქალაქიდან, ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან. ბანაკმა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებსაც უმასპინძლა.

16 სექტემბერს საქართველოში სპეციალური რეისით ჩამოიყვანენ უკრაინაში რუსეთის აგრესიის დროს დაზარალებული ლუგანსკისა და დონბასის რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს.

საზეიმო დახურვას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორი და ადგილობრივი ხელისუფლება ესწრებოდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული-გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით, ანაკლიაში „მომავლის ბანაკის“ არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან იგი მომავალი თაობების სწორად აღზდას, მათ განვითარებას, რეგიონის პოპულარიზაციას ეხება. 

ანაკლიაში „მომავლის ბანაკი“ 5 ივლისს გაიხსნა და 6 ნაკადად 1800-მდე ახალგაზრდა მიიღო. საქართველოს მასშტაბით თითოეული სკოლიდან ერთი მოსწავლე შეირჩა. უპირატესობა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს მიენიჭათ. მათ შორის-სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებს. 

„მომავლის ბანაკმა“ წელს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებსაც უმასპინძლა. ანაკლიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები გერმანიიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და ისრაელიდან ჩამოვიდნენ.

ბანაკის დახურვა გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

სხვა ახალი ამბები: