ანაკლიაში ნაპირდაცვისა და ახალი სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშოები დღეიდან დაიწყო

0

58152_346535242146336_22686349_nანაკლიაში ზღვის ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობა ოფიციალურად გაიხსნა. გახსნას ესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი, აზიის განვითარების ბნკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ქეთი ჯულიანი, ზუგდიდის მუნიციპლიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია მოდგილეებთან ერთად.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ნაპირდამცავ ნაგებობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობას კომპანია “მოდერნ ბიზნეს გრუპი” ანხორციელებს.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და ჯამში 4100 მეტრის ნაპირგამაგრება მოხდება. პროექტის ფარგლებში 10 ტალღმტეხი ნაგებობის ბეტონის ტეტრაპოდებით მოწყობა იგეგმება, რომელიც ზღვის ნაპირიდან 250-300 მეტრში 4 კმ სიგრძეზე ჩაიყრება და სანაპირო ზოლს დაიცავს. ნაგებობის მშენებლობის გარდა, ასევე იგეგმება სანაპირო ზოლის გაუმჯობესება და ქვიშის პლაჟის მოწყობა.

სხვა ახალი ამბები: