ანაკლიაში საგანგებო თათბირი დასრულდა: გამთენიისას 5-6 ბალიან შტორმს ელოდებიან

1

tropikuli-shtormi-1ანაკლიაში დაახლოებით დილის 03.00 საათზე 5-დან 6 ბალამდე შტორმს ელოდებიან. ამის შესახებ იმ თათბირზე გაცხადდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ანაკლიაში დასრულდა. საგანგებო თათბირი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა ჩაატარა.

თათბირზე ყველა ის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს, რომელიც უნდა განხორციელდეს ძლიერი შტორმის დაწყების შემთხვევაში. პირველი და სტრატეგიული გეგმა ანაკლიის ბანაკში განხორციელდება, საიდანაც ევაკუირებული იქნება 110 უკრაინელი მოზარდი და მათი თანმხლები 15 პირი.საამისოდ ბანაკთან მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და სამგზავრო ავტობუსები, რომლითაც მოხდება დამსვენებლების ბანაკის ტერიტორიიდან ევაკუირება.

ევაკუაცია შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც სტიქიის ზონაში მოხვდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილზე მოახდინა სამგზავრო ავტობუსების ჩაყვანა და სათანადო სტრატეგიული გეგმაც შეიმუშავა. ადგილზე იმყოფება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, რომელიც სიტუაციას პირადად აკონტროლებს. ედიშერ თოლორაიასთან ერთად ანაკლიაში ამ დრომდე იმყოფებიან რეგიონის პოლიციის უფროსი და გუბერნატორი ლევან შონიაც.

სხვა ახალი ამბები: