ანაკლიაში საერთაშორისო ბიზნესფორუმი “ანაკლია-2014” გაიხსნა

0

10390085_1429070310691729_888682072923977951_nანაკლიაში საერთაშორისო ბიზნესფორუმი – “ანაკლია 2014” გაიხსნა. ბიზნეს ფორუმის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, ბიზნესპარტნიორების მოძიება და მათი ინფორმირება.

ბიზნესფორუმის ფარგლებში მთავრობისა და ბიზნესმენებს შორის რეგიონის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ღია დისკუსია გაიმართება. ანაკლიის ბიზნეს ფორმუში მონაწილეობას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი.

საკურორტო ქალაქ ანაკლიაში ჩამოსულია ბიზნესმენები  სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ბიზნესფორუმის პარტნიორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინვესტიციების ეროვნული სააგენტო, ენერგეტიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სავაჭრო სამრეწველო პალატა და შემოსავლების სამსახური. 

ბიზნესფორუმი ანაკლიაში ხვალ დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: