ანაკლიაში საკურორტო სეზონი გაიხსნა

0
1011762_329223107210883_1063543381_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განმუხურის ამპითეატრში საკურორტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გრანდიოზული კონცერტი მოაწყო. მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ დონეცკის ოლქის ქალაქ კრასნოარმეისკის დელეგაციის წარმომადგენლები. ამპითეატრის სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ცნობილი ვარსკვლავები: ვერიკო ტურაშვილი, ანრი ჯოხაძე, თიკა ჯამბურია, ნინო ძოწენიძე, ქეთი გომართელი და ჯგუფი სეიშენი. არანაკლები ოვაციები და მაყურებელთა მოწონება დაიმსახურეს ადგილობრივმა შემსრულებლებმა. მომღერლებმა ქართულთან ერთად უკრაინული სიმღერებიც შეასრულეს.
კონცერტი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
16 ივნისს ანაკლია–განმუხურში საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

 

სხვა ახალი ამბები: