ანაკლიაში საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

0

adjaraps1რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ზუგდიდის საპატრულო პოლიციის გამომძიებელმა 32 წლის გიორგი სოსელიამ. მან თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მეუღლეს მობილურზე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინების შინაარსი უცნობია, თუმცა აწგარდაცვლილმა მეუღლეს თვითმკვლელობის გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა. გიორგი სოსელიამ თავი საკუთარი ტაბელური იარაღით მოიკლა. მას ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

ამ წუთებში ანაკლიაში იმყოფებიან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თვითმკვლელობის მოტივები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ბანკის და კერძო პირების ვალები ჰქონდა.

ცნობისათვის, გიორგი სოსელია აფხაზეთის მკვიდრია. ის საკუთარ ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა.

სხვა ახალი ამბები: