ანაკლიაში სასტუმრო „აფხაზეთის“ პროექტი დროებით შეჩერებულია

0

anakliis sastumroანაკლიაში სასტუმრო „აფხაზეთის“ მშენებლობა სასამართლო დავის გამო დროებით შეჩერებულია. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლი ედიშერ თოლორაიას განცხადებით, 3-4 წლის წინ, როდესაც სასტუმროს მშენებლობაზე მოლაპარაკებები დაიწყო, ბიზნესმენ თემურ ქარჩავას კუთვნილი ტერიტორია ჩამოართვეს და ადგილობრივ ბიზნესმენს გადასცეს, რომელსაც პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი თანხა ბოლომდე არ ჰქონდა.

თოლორაიას განცხადებით, საქმე ამჟამად სასამართლოშია, ქარჩავა კუთვნილი მიწის დაბრუნებას ითხოვს, ხოლო ადგილობრივი ბიზნესმენი ჩატარებული სამუშაოებისთვის დახარჯული თანხის ანაზღაურებას. მუნიციპალიტეტი კი ბიზნესმენების კერძო დავაში ჩარევას არ აპირებს.

სასტუმრო „აფხაზეთის“ მშენებლობის დაწყების შესახებ საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2 წლის წინ განაცხადა და განმარტა, რომ აღნიშნული სასტუმრო სოხუმში მდებარე სასტუმრო „აფხაზეთის“ მსგავსი იქნებოდა.