ანაკლიაში საქართველოს თხილის დარგის მესვეურთა ფორუმი დასრულდა

0

11046350_451445611691682_1108659893000340492_nევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია “ოქსფამ”-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებით ანაკლიაში, სასტუმრო “პალმ ბიჩ”-ის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს თხილის დარგის მესვეურთა ფორუმი ტარდება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა; ასევე, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმებისა და ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებმა;

თხილის დარგში მოღვაწე წამყვანმა სპეციალისტებმა და მეცნიერებმა, აგრეთვე შპს “აგრიჯორჯია”-ს (კორპორაცია “ფერერო”-ს შვილობილი კომპანია) და თხილის გადამმუშავებელი სხვა ადგილობრივი და უცხოური საწარმოების, ექსპორტიორი ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

11203645_451445681691675_54748413452432374_o11269326_451445678358342_6956462097213555761_o11270700_451445671691676_2424331182383562442_oფორუმს ესწრებოდნენ ასევე სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ფორუმის თემატიკაში. ფორუმის მონაწილე მხარეები გაეცნენ საქართველოს მთავრობის გეგმებსა და პროგრამებს თხილის დარგთან მიმართებაში. მათ ასევე წარმოადგინეს თავიანთი ხედვები, პროგრამები და დარგში არსებული პრობლემატიკა. ფორუმის დასასრულს გაიმართა საზოგადოებრივი დისკუსია, რამაც საზოგადოებრივი დიალოგის მუდმივმოქმედი მექანიზმის ჩამოყალიბებისა და განვითარების საფუძველი შექმნა.