ანაკლიაში სტიქიას ებრძვიან

0

999479_602768769755528_707958316_nუკვე მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან ანაკლიაში. გადაუღებელმა წვიმამ რამდენიმე ათეული ოჯახი დააზარალა. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დახოცილია შინაური ფრინველი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომელიც სახლებიდან წყალს ტუმბავს.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რამდენიმე ოჯახში, სადაც მთელი ღამე სტიქიას ებრძოდნენ. უკვე შექმნილია ზარალის შემსწავლელი კომისია, რომელიც ამ წუთებშიც მუშაობს.

“ასეთი მასშტაბის სტიქია ანაკლიას ჯერ არ ახსოვს. ეს იყო კატასტროფა. ადიდებული ენგური, ადიდებული ღელეები და შტორმი ზღვაზე, რომელიც 5 ბალს აღწევდა. წუხელ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა და ადგილზე იმყოფებოდა სამაშველო სამსახური და რაიონის ხელმძღვანელობა. როგორც არ გვიძინია ჩვენ, ასევე არ უძინიათ მათაც. დღესაც აქ არიან და ერთად ვებრძვით სტიქიას. ადიდებულმა ღელეებმა ოჯახებში ნაგავი შემოყარა, რომელსაც მკვდარი ვირთხები და ქვეწარმავლებიც მოყვებოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ასეთი სტიქია ჯერ ანაკლიას არ ახსოვს”-აცხადებენ ანაკლიელები.

ზღვის შტორმმა გაანადგურა სანაპირო და ნაწილობრივ განადგურებულია საკურორტო სოფელ ანაკლიის ბულვარი. ადგილზე იმყოფება ადგილობრივი ხელისუფლება, რომელსაც ხელმძღვანელობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია. სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის დღის ბოლოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიკრიბება.

სხვა ახალი ამბები: