ანაკლიაში 15 მაისს ბიზნესფორუმი გაიმართება

0

201406032024168111815 მაისს ანაკლიაში, სასტუმრო „პალ ბიჩის“ საკონფერენციო დარბაზში თხილის დარგის მესვეურთა ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელიც 13 საათზე დაიწყება. ფორუმი წარმოადგენს საკოორდინაციო პლატფორმას საქართველოში თხილის დარგის და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის.

ფორუმში მონაწილეობას თხილის ბიზნესში ჩართული ადგილობრივი და უცხოელი მეწარმეები, სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ.

აღნიშნული ფორუმი ევროპის სამეზობლო პროგრამის (EPARD) ფარგლებში ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამ“-ის ორგანიზებიტა და ევროკავშირის დაფინანსებით ტარდება.