ანაკლიაში 32 საარჩევნო უბანი დაარბიეს

0

32-e-ubaniრამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში 32-ე საარჩევნო უბანი დაარბიეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ანაკლიიდან აცნობეს,საარჩევნო უბანი წინა ხელისუფლების დროს გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დაარბიეს.

“ისინი პირდაპირ საარჩევნო უბანზე წივილ კივილით შემოვარდნენ და ყველაფერი გაანადგურეს. გატეხილია საარჩევნო ყუთიც. დილიდან უბანზე შეინიშნებოდა საკმაო აქტივობა ამომარჩევლების, თუმცა ამ ინციდენტმა ყველაფერს ბოლო წერტილი დაუსვა”-აცხადებს smo.ge-ს წყარო შემთხვევის ადგილიდან.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან თან დაკავშირესამართალდამცავები და ადგილზე მიმდინარეობს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა. ადგილზე იკითხებიან აღნიშნული ფაქტის თვითმხილველები. მოირმხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამსრთლის საქმე.

ცნობისთვის, ანაკლიის მკვიდრი გოგიტა აბულაძე სახლიდან 2012 წლის 18 ივნისს გავიდა. ის სამსახურში, სასტუმრო „ანაკლიის“ მიმართულებით წავიდა, სადაც ინჟინერ-ტექნიკოსად მუშაობდა. აბულაძის გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ მშობლებმა სახლში, მისი წერილი შემთხვევით იპოვეს, სადაც წერია: „გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ“. აბულაძის ახლობლები აცხადებენ, რომ წერილში ნახსენები მალხაზ პაჭკორია, სამეგრელო-ზემო სვანეთში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი მალხაზ პაჭკორიაა.

სხვა ახალი ამბები: