ანაკლიაში 44 სართულიანი ბიზნეს ცენტრი და სასტუმრო აშენდება

0

sastumroამიერკავკასიაში ყველაზე დიდი პროექტი. სწორედ ასე უწოდებენ პროექტს, რომლის განხორციელებაც 2013 წლის დეკემბრიდან დაიწყება და 2016 წლის დეკემბრისთვის დასრულდება.

ზუგდიდის რაიონში, კონკრეტულად კი ანაკლიაში 44 სართულიანი სასტუმრო და ბიზნეს ცენტრი ერთდროულად აშენდება. ყველაზე მაღალი ტყუპი შენობების ასაშენებლად ინვესტიციებს ანაკლიაში ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები ჩადებენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ ექსკლუზიურად შეატყობინა.

სასტუმროს და ბიზნეს ცენტრის აშენების იდეა ქართველ ბიზნესმენს, თემურ ქარჩავას ეკუთვნის. მასთან ერთად ინვესტიციებს უცხოური კომპანიებიც ჩადებენ. თემურ ქარჩავა სასტუმროსა და ბიზნეს ცენტრს ანაკლიაში სწორედ იმ ადგილას ააშენებს, სადაც მას სააკაშვილის ხელისუფლების დროს კუთვნილი მიწის ნაკვეთები წაართვეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ბიზნესმენმა წართმეული მიწის ნაკვეთები სასამართლოს გზით ისევ უკან დაიბრუნა. 44 სართულიანი ახალი ბიზნეს ცენტრი და სასტუმრო ”ანაკლია პორტის” ტერიტორიაზე აშენდება.

სხვა ახალი ამბები: