ანაკლია ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

0

el musikis festivaliსამეგრელო, კონკრეტულად კი ანაკლია “კაზანტიპის” მსგავს ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს -ამის შესახებ სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა წერს.

ვგეგმავთ “კაზანტიპის” მსგავსი, იგივე ტიპის, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩატარებას საქართველოს შავიზღვისპირეთში და გვაქვს დიდი იმედი რომ ფესტივალი ყოველწლიური გახდება. ნამდვილად არ ვაპირებთ ზუსტად “კაზანტიპის” გადმოტანას ყირიმიდან , თუმცა სიამოვნებით განვიხილავთ ამ ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებას რომ შეიძლება მათაც მიიღონ მონაწილეობა ფესტივალის ორგანიზებაში. 
ფესტივალი(ები) აუცილებლად გვექნება და ზაფხულის ტურისტული სეზონიც სიახლეებით და საინტერესო პროექტებით იქნება გაჯერებული. ორგანიზატორი სავარაუდოდ იქნება უკრაინული პრომოუტერული კომპანია „ევროკონცეპტი“, რომლებიც უკრაინაში ადრე ატარებდნენ მსგავსი ტიპის ფესტივალებს. ამასთან, ისინი „კრიმფესტის“ მსგავს ორდღიან სიმღერის ფესტივალს ბათუმში ჩაატარებენ, სადაც ხუთ-ხუთი ცნობილი ევროპელი შემსრულებელი იქნება წარმოდგენილი“, – წერს გიორგი სიგუა.

გიორგი სიგუას განცხადებით ელექრონული მუსიკის ფესტივალი შავიზღვისპირა ანაკლიაში ივლისში ან აგვისტოში გაიმართება.

ცნობისათვის, აღნიშნული ფესტივალი მსოფლიოში ტრადიციულია და ის მანამდე ყირიმის ნახევარკუნძულზე, კაზანტიპის კონცხზე ყოველწლიურად ტარდებოდა.

სხვა ახალი ამბები: