“ანაკლია პორტის” მშენებლობის საკითხი კვლავ განხილვის პროცესშია

0

anakliaანაკლიაში პორტის მშენებლობის შესახებ პროექტის განხორციელების საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. პროექტის ავტორის, სპარტაკ ერაგიას განცხადებით, პროექტის განხორციელება და ინვესტიციების მოზიდვა რეალურია, თუ ამისთვის შესაბამისი პოლიტიკური ნება იქნება. ამასთან, ერაგია უფრო მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

ანაკლიაში პორტის მშენებლობის პროექტის შესახებ ჯერ კიდევ 2010 წელს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან გახდა ცნობილი. პორტის მშენებლობაში ინვესტიციის განხორციელებას საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები გეგმავდნენ. მოგვიანებით, პროექტი შეჩერდა.
პროექტის სრული განხორციელებისთვის დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხაა საჭირო.

სხვა ახალი ამბები: