ანაკლია GEM fest-ის სტუმრებსა და ცნობილ დიჯეებს ისევ მასპინძლობს

0

11822763_1895492607342070_605523867407388548_nGEM fest ჩვეული რითმით გრძელდება. საფესტივალო ქალაქში ერთმანეთის მონაცვლეობით უკრავენ მსოფლიოში ცნობილი დიჯეები. მათ შორის ქართველი შემსრულებლებიც. გარდა ამისა დღის განმავლობაში იმართება სხვადასხვა თამაშები, როგორც სპორტული ასევე გასართობი. ფესტივალზე დამსწრეთა რაოდენობა ისევ უცვლელი რჩება.

დღეს ფესტივალის ფარგლებში GEM fest-ის მთავარ სცენაზე  DJ. David August-მა თავისი ცნობილი კომპოზიციები ააჟღერა. დღესვე Gem Fest-ის სტუმრებმა  Ellen Allien, Vako Key, Tiefschwarz, Livio & Roby, Anna Hanna, Fleyta და Gem Fest-ის რეზიდენტებს მოუსმინეს. სანსეტ ბარში კი Get Physical-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, DJ T-მ იზრუნა ამავე ბარის სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე.

11831747_1895779730646691_8489842226881635385_n11782441_1651051025181775_4527860655705931959_o11705814_10204314374810747_1430259146223764982_o

 

 

 

 

5 აგვისტოს კი ანაკლიის მუსიკალურ ფესტივალს ასევე ცნობილი დიჯეი Luciano ესტუმრება. GeM Fest-ის ფარგლებში მთავარ სცენას ის WhoMadeWho-სთან გაიყოფს. ამავე დღეს ფესტივალის მუსიკალურ მხარეზე იზრუნებენ Loudspeakers, Nakadia, Bero და Gem Fest-ის რეზიდენტი დიჯეები.

სხვა ახალი ამბები: