ანაკლიელები “კაზანტიპზე”: “ჯერ საკუთარ წარსულს მიხედონ და “კაზანტიპზე” მერე ილაპარაკონ”

3

Anaklia-01ანაკლიაში ადგილობრივები კაზანტიპის ფესტივალის წინააღმდეგ მიმართულ გამოსვლებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს მიზანმიმართული კამპანიაა, რომ ადილობრივ ბიზნესს ხელი შეუშალონ. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით “კაზანტიპის” ფესტივალის ჩატარებაში ისინი ცუდს ვერაფერს ხედავენ და გადაჭარბებულია მითქმა-მოთქმა იმის შესახებაც, რომ აღნიშნული ფესტივალი გარყვნილების პროპაგანდაა.

“გარყვნილს ამ ხალში ჩვენ ვერაფერს ვხედავთ. პირიქით, გვეშინია იმის, რომ ჩვენებმა არ ჩაიდინონ რაიმე სამარცხვინო საქციელი მათ მიმართ. უკვე ტვეზე მეტია აქ იმყოფებიან ამ ფესტივალის ორგანიზატორები დაახლოებით 60 კაცამდე და გაიკითხეთ სოფელში მათი ამბავი. აბსოლიტურატ მოწესრიგებული და კულტურული ხალხია. ქუჩაში, ხალხთან მიმართებაში მოწიწებასა და პატივისცემას იმსახურებენ. შიგნით ვინ რას აკეთებს ეგ არავისი საქმე არ არის. ყველას აქვს თავისი, საკუთარი ცხოვრება და ყველამ საკუთარ თავს მიხედოს,”-აცხადებენ ადგილობრივები საკურორტო ზონაში.

ანაკლიაში ადგილობრივი მოსახლეობა კაზანტიპის ფესტივალისთვის საგანგებოდ ემზადება. სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობამ საკუთარი კარ-მიდამოს მოწესრიგება და რესტავრაცია დაიწყო, რათა ჩამოსულ სტუმრებს მაქსიმალური კომფორტი დაახვედროს. ამ დროისთვის მთლიანად ანაკლიის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კერძო სახლების უმრავლესობა დაჯავშნულია. თითო დღე ე.წ თითო “კოიკაზე” 50-დან 80 ლარამდე მერყეობს. საცხოვრებელი სახლების უმეტესობა დაჯავშნულია ასევე მეზობელ სოფლებში, განმუხურსა და დარჩელში, თუმცა აქ ფასები უფრო დაბალია. თითო დღე 15-დან  25 ლარამდე განისაზღვრება.

“იცით რამდენი წელია საკუთარი სახლისთვის რემონტი არ გაგვიკეთებია? ალბათ 10-15 წელი. ახლა კი თითოეულმა მოსახლემ ბანკებისგან ავიღეთ სესხები და ყველაფერს ვაწესრიგებთ, რომ შევქმნათ კომფორტი. სველი წერტილები, მოსასვენებელი ოთახები, სამზარეულო და ყველაფერი. ვიღაცეები რომ იძახიან, არ უნდა ჩატარდეს ანაკლიაში კაზანტიპიო, მაგათ თავში ხომ არ უშხუილებთ რამე? ჩვენ ვალებში ვართ უკვე და სტუმრებს ველოდებით. ან რა ნახეს ამაში ცუდი? კიდევ ვიმეორებთ, ვინც თავგამოდებული ამბობს გარყვნილებაზე, იმან საკუთარ წარსულს მიხედოს და კაზანტიპზე მერე ილაპარაკოს”-აცხადებენ ადგილობრივები.

სხვა ახალი ამბები: