ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წლის ივნისიდან დაიწყება

0

anakliis portiსამთავრობო კომისიამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის 12 საკონსკურსო განაცხადიდან 7 კომპანია შეარჩია, რომლებიც კანდიდატთა ე.წ. მოკლე სიაში გადავიდნენ.

ამი შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მაოდგილემ ირმა ქავთარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში მონაწილეობის მისაღებად მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე საქართველოს მთავრობამ 5 აგვისტოს გამოაცხადა. ოქტომბერში კი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი კომპანიების 12 განაცხადი შემოვიდა.

„განაცხადები შემოიტანეს როგორც ცალკეულმა კომპანიებმა, ისე კონსორციუმებმა. გასული წლის დეკემბერში სამთავრობო კომისია შეიკრიბა, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში შესაბამისი წამყვანი სამინისტროების წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი უწყებები შედიან. კომისიამ გადაწყვიტა, რომ კანდიდატთა ე.წ. მოკლე სიაში 7 კომპანია გადავა“, — განაცახადა ირმა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, ეს კომპანიებია: BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A (FRANCE); MITSUI & CO., LTD (JAPAN); PORTEK INTERNATIONAL PRIVATE LIMITED (JAPAN) (CONSORTIUM); JSC ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM (GEORGIA); TERMINAL INVESTMENT LIMITED (LUXEMBOURG); ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA); POWER CHINA – HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (CHINA); BRITISH ECO POWER LTD (GREAT BRITAIN); SPARTAK ERAGIA – (Physical Person); (CONSORTIUM); AECOM TECHNICAL SERVICES INC (USA); DIA HOLDING FZCO (UNITED ARAB EMIRATES); (CONSORTIUM); CHINA HARBOUR ENGINEERING COMPANY LTD (CHINA).

მისივე თქმით, 31 დეკემბერს ე.წ. მოკლე სიაში მყოფ კომპანიებს საქართველოს მთავრობის მიერ გაეგზავნათ მოწვევა წინადადებების წარმოდგენაზე.

ირმა ქავთარაძის თქმით, კომპანიებმა წინადადებები მიმდინარე წლის 16 აპრილს უნდა წარმოადგინონ. ამის შემდეგ ორი ან სამი უპირატესი კანდიდატი გამოვლინდება და მათთან მოლაპარაკებები ერთდროულად გაიმართება. იქნება მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი. ამის შემდეგ კი კომპანიებს უკვე საბოლოო და საუკეთესო წინადადების წარმოდგენის საშუალება მიეცემათ, რის საფუძველზეც გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. მასთან ხელშეკრულება არა უგვიანეს მიმდინარე წლის სექტემბრისა გაფორმდება.

კომპანიამ სამუშაოები არაუგვიანეს 2016 წლის ივნისიდან უნდა დაიწყოს.

სხვა ახალი ამბები: