ანაკლიის ბანაკიდან მაისურების გამოტანასა და განადგურებას ოფიციალური წყაროები არ ადასტურებენ

0
401663_223319431105773_381102421_nოფიციალური წყაროები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ ანაკლიის პატრიოტთა ბანაკიდან მაისურების გამოტანასა და დაწვის ფატს არ ადასტურებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთებას ზედმეტად მიიჩნევენ, რადგანაც თვლიან, რომ ეს სპეციალურად გავრცელებული დეზინფორმაცია იყო.
საინფორმაციო სააგენტო smo.ge სოფელ ანაკლიის რწმუნებულს დავით ცხადაიას დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია.
“მე მსგავსი არაფერი დამიფიქსირებია და არც სოფელში გამიგია. ვერ გეტყვით საიდან გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მაისურები წარწერით “პატრიოტები” დაწვეს. რაც შეეხება ბანაკს, იქ ნამდვილად იმყოფებიან სამინისტროს წარმომადგენლები და მიმდინარეობს შენობის აღდგენითი სამუშაოები. სხვას მე ვერაფერს გეტყვით”-აცხადებს დავით ცხადაია.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით ზუგდიდის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მაია ღურწკაიას, რომელმაც განაცხადა, რომ ანაკლიის ბანაკი ახალი სეზონისთვის ემზადება და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ინვენტარიზაციას აწარმოებენ.
“ანაკლიის ბანაკში მიმდინარეობს ინვენტარიზაცია და რათქმაუნდა შენობის განახლება. ანაკლია ემზადება ახალი სეზონისთვის. სხვა რაიმე განსაკუთრებული ბანაკში არ ხდება. რაც შეეხება მაისურების განადგურებას, ეს არის წმინდა წყლის დეზინფორმაცია და ამას რათქმაუნდა ვერ დაგიდასტურებთ”-აცხადებს მაია ღურწკაია.
ცნნობისათვის, დილიდან სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ “საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმოამდგენლები უკვე რამოდენიმე დღეა ანაკლიის პატრიოტულ ბანაკში იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით მათი ანაკლიაში სტუმრობის მიზანი საერთაშორიოს პატრიოტული ბანაკისათვის იერის შეცვლაა, რომ ის არ გავდეს „წინას” როგორც ანაკლიის ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, სამინისტროს წარმომადგენლებმა აბრა „პატრიოტები” აბრა „იმედის ბავშვებით” შეცვალეს. გარდა ამისა გაანადგურეს 3000–ზე მეტი იგივე წარწერის მაისური და კეპი, მიუხედავად მოსახლეობის არაერთგზის თხოვნისა გადმოეცათ მათთვის მაისურები სამინისტროს წარმომადგენლებმა მათი თხოვნა არ დააკმაყოფილეს. განადგურებულია ყველა საყოფაცხოვრებო ნივთი აბრევიატურით „პატრიოტები”.

სხვა ახალი ამბები: