ანაკლიის ბანაკში ქუდები და მაისურები წარწერით “პატრიოტები” ისევ ადგილზეა

0

SAMSUNGსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ დღეს საკურორტო სოფელ ანაკლიის ბანაკის კუთვნილ საწყობში შეაღწია, სადაც ფოტოების გადაღებაც შეძლო. ანაკლიის ბანაკის მომსახურე პერსონის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია მაისურებისა და ქუდების განადგურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის ანაკლიის ბანაკის საწყობის კარებიც გაიღო სადაც რამდენიმე ფოტოს გადაღება შევძელით. წინა ხელისუფლების მიერ დამზადებული კეპები და მაისურები, რომლებიც ბანაკში დასასვენებლად მოსული ახალგაზრდებისთვის იყო განკუთვნილი, ისევ ადგილზეა.

რამდენიმე დღის წინ კი სოციალურ ქსელ facebook-ში განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა ანაკლიის ბანაკში 3.000-მდე მაისური და ქუდი გაანადგურეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც. სპეციალური განცხადებით გაოეხმაურა მაისურებისა და ქუდების განადგურების ფაქტს საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაიაც.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა, რომელმაც განაცხადა:

SAMSUNG“ბანაკის საწყობის ტერიტორიაზე არის მაისურები და კეტები პატრიოტის აბრევიატურით და ნებისმიერ მსურველ ჟურნალისტს შეუძლია ჩავიდეს და საკუთარი თვალით იხილოს, რომ სახელმწიფო სახსრებით ადრე შეძენილი ქონება იქ უვნებლად არის განთავსებული. ამას მოწმობს ის ფოტოები, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ”, – განაცხადა ყიფიანმა და ანაკლიის ბანაკში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშრებით განმარტა, რომ ამ ბანაკში არსებული მდგომარეობით დასტურდება, თუ როგორი უპასუხიმგებლობით ექცეოდნენ სახელმწიფო ქონებას ყოფილი პასუხისმგებელი პირები.

სხვა ახალი ამბები: