ანაკლიის ბიზნეს ფორუმში მონაწილე ებრაელმა ბიზნესმენებმა სამეგრელოში შეხვედრები გამართეს (VIDEO)

0

ebrael biznesmenebtan shexvedraებრაელი ბიზნესმენები დღეს სამაგრელოში ჩამოვიდნენ. უცხოელი ინვესტორები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნიის შენობაში ქალაქ ფოთისა და ზუგდიდის მერებს, ირაკლი კაკულიასა და ირაკლი გოგოხიას შეხვდნენ. ბიზნესმენებთან შეხვედრას სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის პროექტების ხელმძღვანელი დავით კოდუაც ესწრებოდა.

ებრაელ ბიზნესმენებთან საქმიან შეხვედრაზე სამომავლო გეგმები განიხილეს. ინვესტორების განცხადებით, ისინი საკუთარ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში ჩადებენ. მოლაპარაკებები ბიზნესმენებსა და სამეგრელოს პირველ პირებს შორის ისევგაგრძელდება. ებრაელმა ბიზნესმენებმა გამოთქვეს სურვილისამეგრელოში სხვადასხვა მიმართულების ინვესტიციები განახორციელონ.

ეს იმ ბიზნესმენთა ჯგუფია, რომლებიც ანაკლიაში გამართულ ბიზნეს ფორუმს ესწრებოდნენ და სურვილი გამოთქვეს რეგიონში საკუთარი ინვესტიციები ჩაედოთ. 

სხვა ახალი ამბები: