ანაკლიის ბიზნეს ფორუმში მონაწილე ებრაელი ბიზნესმენები სამეგრელოში ჩამოვლენ

0

10527485_781021071919429_2702943093176574294_n29 ივლისს, სამშაბათს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობაში ისრაელის წამყვანი ბიზნესექტორის წარმომადგენლები ჩამოვლენ. ბიზნესმენთა ჯგუფი შეხვედრებს გამართავს რეგიონის ხელმძღვანელობასთან. ასევე ისინი შეხვდებიან ზუგდიდისა და ფოთის მერებს, ირაკლი გოგოხიასა და ირაკლი კაკულიას. ებრაელმა ბიზნესმენებმა გამოთქვეს სურვილისამეგრელოში სხვადასხვა მიმართულების ინვესტიციები განახორციელონ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ აცნობა, ეს იმ ბიზნესმენთა ჯგუფია, რომლებიც ანაკლიაში გამართულ ბიზნეს ფორუმს ესწრებოდნენ და სურვილი გამოთქვეს რეგიონში საკუთარი ინვესტიციები ჩაედოთ. ბიზნესმენთა ჯგუფი ისრაელიდან საქართველოში ორშაბათს ჩამოვა, ხოლო სამეგრელოს რეგიონს ისინი სამშაბათს ეწვევიან.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნიაში ებრაელ ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, თუ სად და რა მიმართულებით ჩადებენ საკუთარ ინვესტიციებს სამეგრელოში.

სხვა ახალი ამბები: