ანაკლიის ინციდენტთან დაკავშირებით შსს კომენტარს აკეთებს

0

shenoba261_3ანაკლიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

ანაკლიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  გოგა ღადუა დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების შესაბამისად, რაც გულისხმობს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და არდამორჩილებას, ასევე წვრილმან ხულიგნობას. რაც შეეხება ვალიკო აბსანძეს, ის დაკავებულია 236-ე მუხლით სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე 239-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ხულიგნობას გულისხმობს.

“მომხრადზე დაკავებულია ორი პირი. მათ შორის ერთი, 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, ადმინისტრაციული წესით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა. რაც შეეხება მეორე პირს, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 236-ე და 239-ე მუხლებით, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას და ხულიგნობას ითვალისწინებს”-განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

ორივე დაკავებული ამ დროისთვის სამეგრელოს პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანშია გადაყვანილი.

სხვა ახალი ამბები: