ანაკლიის “მომავლის ბანაკი” უკრაინელ ბავშვებს მასპინძლობს

0

ukraineli bavshvebi anakliashiანაკლიის მომავლის ბანაკში დღეიდან 110 უკრაინელი მოზარდი დაისვენებს. ისინი უკრაინის იმ რაიონებიდან არიან, რომლებიც რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალდა.

მოზარდთა ნაწილი საქართველოში სლავიანსკიდან, ნაწილი კი დონეცკიდან ჩამოვიდა. უკრაინელი ახალგაზრდებისთვის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრმა სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რაც მათ რეაბილიტაციასა და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას ისახავს მიზნად.

ახალგაზრდები ქუთაისში წუხელ ჩავიდნენ და გვიან ღამით უკვე ანაკლიაში წაიყვანეს, სადაც თბილი დახვედრა მოუწყვეს. უკრაინელი მოზარდები ანაკლიაში თხუთმეტი დღის განმავლობაში დარჩებიან.

პროგრამა 14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებითვია 15 დღიან სოციალურ რეაბილიტაციას მოიცავს. უკრაინელი ახალგაზრდები სპორტულ აქტივობებსა და ინტელექტუალურ თამაშებში ჩაერთვებიან.

სოციალური პროგრამა მათთვის სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ შეიმუშავა და ის დაზარალებული ბავშვების რეაბილიტაციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ახალგაზრდების ყველა ხარჯს ქართული მხარე დაფარავს.

სხვა ახალი ამბები: