ანაკლიის პორტით ამერიკული კომპანია დაინტერესდა

0

anakliis portiiiამერიკული კომპანია AECOM-ი ანაკლიის პორტის პროექტზე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის პროცესში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კომპანიის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

ირაკლი ღარიბაშვილს კომპანიის პირველმა პირებმა წარუდგინეს პრეზენტაცია იმ კონსორციუმის შესახებ, რომელიც სპეციალურად, ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეიქმნა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ „აბრეშუმის გზის” აღორძინების პროექტის გათვალისწინებით ანაკლიის პორტის მნიშვნელობა იზრდება.

AECOM-ი პროექტზე ინტერესს ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოხატავს.

თანაინვესტირების ფონდიდან პორტის მშენებლობის შესახებ განცხადება პრემიერმა-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 30 სექტემბერს გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველო არის სატრანზიტო ქვეყანა და ასეთი პორტის მშენებლობით ქვეყნის ტვირტგამტარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ივანიშვილის განმარტებით, თავდაპირველად იხილებოდა სამი პროექტი და საბოლოოდ არჩევანი ანაკლიის პორტზე შეჩერდა.

“თანაინვესტირების ფონდის არსებობა ქვეყანას უკვე აძლევს დიდ რეკლამას და ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა, სხვადასხვა პროექტებში ჩადონ ფული. ფონდს შესაძლებლობა აქვს არა მხოლოდ თანაინვესტირების, არამედ შესაძლებელია ამ ფონდიდან პირდაპირი ინვესტიციების განხორციელება. საუბარია საშუალო და დიდი პროექტებზე, მაგრამ თუ ინვესტორს ექნება სურვილი საკუთარ პორტში შეიყვანოს თანაინვესტირების ფონდი, მან უნდა მიმართოს ფიონდს. საქართველო გახლავთ სატრანზიტო ქვეყანა და ჩვენ განვიხილავთ ანაკლიაში წელიწადში 110 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობის პორტის მშნებელობას. რომელიც იმუშავებს 12 თვის განმავლობაში. წინა ხელისუფლება კი საუბრობდა ამ პორტის მშენებლობაზე, მაგრამ მათ არც პროექტი ჰქონდათ და არც დასაფინანსებელი თანხა. ვიდრე ანაკლიის პორტს მივანიჭებდით უპიტრატესობას, სამი პროექტი განვიხილეთ, მინდა გითხრათ რომ ლაზიკის პორტი აგებდა ანაკლიის პორტთან. ახლა ვმუაობთ კონსორციუმიმს შექმნასა და დაფინანსებაზე”, – განაცხადა ივანიშვილმა.

თანაინვესტირების ფონდში 1 მლრდ დოლარი ბიძინა ივანიშვილის ფული, მთლიანი კაპიტალი კი – 6 მლრდ დოლარი იქნება. ფონდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ქართველ და უცხოელ ინვესტორთა ჯგუფის ძლიერი მხარდაჭერით შეიქმნა. კერძო საინვესტიციო ფონდი პოტენციურ ინვესტორებს ხელსაყრელ პირობებსა და განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განსახორციელებლად.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი კერძოა და მისი ინვესტორების სია მოიცავს: დაბი ჯგუფს (Dhabi Group), რაკიას (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდს (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელ კომპანიას – ბათუმის ინდუსტრიულ ჰოლდინგს (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგს (Calik Holding A.S), მაილსთოუნ ინთერნეშენალ ჰოლდინგს (Milestone International Holdings Group Limited), ბიძინა ივანიშვილს,ალექსანდრე მაშკევიჩს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს და სხვა ინვესტორებს.

 

სხვა ახალი ამბები: