ანაკლიის პორტის ტენდერი დასრულების ეტაპზეა: შვიდიდან მხოლოდ ორი კონსორციუმი დარჩა

0

poortiiiiiiეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  ანაკლიის პორტის ტენდერი დასრულების  ეტაპზეა.  მოლაპარაკებები 7 სექტემბერს დასრულდება, გამარჯვებული კონსორციუმი კი 21 სექტემბერს გამოვლინდება.

“დღეს ჩვენ გვყავს ორი კონსორციუმი, რომლებთანაც შევდივართ პირდაპირ მოლაპარაკებებში. ვმუშაობთ კონტრაქტის საბოლოო ვარიანტზე. რაც შეეხება ინვესტირების პროცესს აქ არის სამი საბოლოო ფაზა. შვიდი მონაწილე დავიდა ორამდე და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. ადგილი ჰქონდა მონაწილეების გაერთიანებას ერთ კონსორციუმში. ისინი უკვე ახალი კონსორციუმის სახით დარჩნენ შემდეგ ეტაპზე.  ზოგიერთ შემთხვევაში იყო მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ინვესტირებაზე, რასაც ჩვენ არ დავეთანხმეთ, გამომდინარე იქიდან რომ ეს არ იყო გათვალისწინებული ინტერესთა გამოხატვის საწყის ეტაპზე. ასევე ჩვენ გვყავს კერძო კომპანიები უკვე წარმოდგენილი საქართველოს საპორტო ბიზნესში და ჩვენ არ გვქონდა სურვილი სახელმწიფო ფულით გაგვეწია კონკურენცია კერძო კომპანიებისთვის”, – განაცხადა მინისტრმა.

სხვა ახალი ამბები: